,,საჯარო სექტორის განვითარების ხელშეწყობა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სერვისების ეფექტური მიწოდების გზით“
პროექტი : ,,საჯარო სექტორის განვითარების ხელშეწყობა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სერვისების ეფექტური მიწოდების გზით“ განხორციელდა ქალთა საინფორმაციო
ცენტრის მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით. პროექტის მიზანია თემში მცხოვრები მოსახლეობის, განსაკუთრენით ქალებისა და ახალგაზრდების ინფორმირებულობა და მათი ცოდნის ამაღლება ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე. პროექტის ფარგლებში ღონისძიება ჩატარდა 11 საზოგადოებრივ ცენტრში.
პროექტი განხორციელდა 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის აპრილის ჩათვლით. |