GEO | ENG

ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!

კონტაქტი

ჩვენი საქმიანობა

WIC ამბები

გამოცემები

გუნდი

პარტნიორები და ქსელები

პროექტები

ქალთა უფლებების და გენდერული თანასწორობის პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობა

გენდერული ძალადობის აღმოფხვრის ხელშეწყობა

ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობა და ეკონომიკური გაძლიერება

საზოგადოების ინფორმირების გაზრდა გენდერულ საკითხებზე

სხვა

ჩვენი მეგობრები

Gender Information Network of South Caucasus

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

პროექტები

გენდერული თანასწორობის ინსტიტუციონალური მექანიზმები

ქალთა საინფორმაციო ცენტრი (WIC) ემხრობა გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაციის პროცესსა და გენდერული თანასწორობის ინსტიტუციონალური მექანიზმების დამტკიცებას ადგილობრივ სამთავრობო დონეზე. ქალთა საინფორმაციო ცენტრმა ითანამშრომლა სამ მუნიციპალიტეტთან (ახმეტა, ხაშური და ბორჯომი) გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.

მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის პროცესი შედგებოდა შეხვედრებისგან, რომელთა მიზანი იყო ეროვნულ, საერთაშორისო ვალდებულებებზე ინფორმირება, გენდერული კუთხით ადგილობრივი პრობლემების იდენტიფიკაცია და მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის გეგმების ფორმირება, რომელიც გაითვალისწინებს ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლების და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრების პრიორიტეტულ პრობლემებს.

ზემოთ აღნიშნულმა სამმა მუნიციპალიტეტმა მიიღო მუნიციპალური გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმები.უფრო მეტიც, ახმეტის მუნიციპალიტეტმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყო თანხა, რომ განახორციელოს მუნიციპალური გენდერული თანასწორობის გეგმაში გამოკვეთილი აქტივობები.

ორი დოკუმენტი: თვითმართველობის ინსტრუქცია ადგილობრიცი გენდერული თანასწორობის ინსტიტუციონალური მექანიზმების გაფორმება და თანამდებობრივი ინსტრუქცია გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირისთვის, მომზადდა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლობით და განაწილდა მუნიციპალიტეტებში 2017 წლის იანვარში.

2019-03-01

წინა გვერდი 

ჩვენი საქმიანობა   I    WIC ამბები   I    გამოცემები   I    გუნდი   I    პარტნიორები და ქსელები   I    კონტაქტი

© Copyright WIC 2019. ყველა უფლება დაცულია.

მასალების გამოყენების შემთხვევაში www.wicge.org და ავტორის მითითება სავალდებულოა

Webmaster