ჩვენი მისია
ქალთა საინფორმაციო ცენტრი (WIC)
2022-10-30 11:45:11

ქალთა საინფორმაციო ცენტრი ერთ–ერთი პირველია, რომელმაც საქართველოში გენდერულ საკითხებსა და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გამოსწორების კუთხით დაიწყო მუშაობა. ორგანიზაციის მთავარ პრიორიტეტს, რეგიონში მცხოვრები, დევნილი, ასევე, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა დახმარება, ადვოკატირება და ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. ორგანიზაცია აქტიურად მონაწილეობს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებში, გენდერული საკითხების ლობირების პროცესში. ქალთა საინფორმაციო ცენტრის რეკომენდაციის შედეგად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ასევე, ქვეყნის  39 მუნიციპალიტეტში, გენდერულ საკითხებში მრჩევლები დაინიშნნენ.

2000 წელს შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომლის მიზანსაც გენდერი, ქალთა უფლებამოსილებების გაზრდა და მათი უფლებების დაცვაზე მუშაობა წარმოადგენდა. მისი შექმნის ინიციატორი ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს ეროვნული კომიტეტის ახალგაზრდული ნაწილი იყო. ჯგუფის წევრებმა იცოდნენ, რომ იმ პერიოდისათვის, საქართველოში, პრაქტიკულად, არ არსებობდა ქალთა მოძრაობა, არ იყო განვითარებული ქალთა უფლებამოსილების გაფართოებისათვის ხელშემწყობი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, არ არსებობდა საინფორმაციო დახმარების სამსახური. პირველ რიგში, ჯგუფი, გენდერის სფეროში მომუშავე ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას შეუდგა.

მუშაობის პროცესში გამოირკვა, რომ საერთო სურათი მოსალოდნელზე მძიმე იყო. გენდერულ თემატიკაზე ქვეყანაში ინფორმაცია ძალიან მწირი აღმოჩნდა.  ეს ფაქტი ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზაციად ჩამოყალიბების ბიძგი გახდა, რომელმაც მიზნად, საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში, ქალთა მოძრაობის საქმიანობის ეფექტის გაზრდა, მისი იდეების პროპაგანდა, საინფორმაციო–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა და მათი გამოყენება დაისახა. 

2000 წელს, ქალთა საინფორმაციო ცენტრი, ეუთო/ოდირის მხარდაჭერით, საქართველოში ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის თანადამფუძნებელი გახდა. ამავე წლიდან, WIC საერთაშორისო ორგანიზაცია „ქალები ძალადობის წინააღმდეგ (WAVE)–ის“ წევრი და საქართველოში მისი წარმომადგენელი გახდა.

2002 წელს, ორგანიზაციამ, ჯერ კიდევ, საინიციატივო ჯგუფის სახით, სამხრეთ კავკასიაში მოქმედი ქალთა ორგანიზაციების პირველი ცნობარი გამოსცა. პროექტი საქართველოს ეროვნული კომიტეტის ჰელსინკის მოქალაქეთა საბჭოს ეგიდით განხორციელდა.

2003 წლიდან, ქალთა საინფორმაციო ცენტრი, დამოუკიდებელ ორგანიზაციად, ოფიციალურად რეგისტრირდება.

დღესდღეობით, ორგანიზაცია რამდენიმე ეროვნული და საერთაშორისო გაერთიანების წევრია, აქვს მჭიდრო კავშირი მთელს ევროპაში, თანამშრომლობს CSO-სთან. დაარსებიდან დღემდე, ქალთა საინფორმაციო ცენტრმა განახორციელა რამდენიმე სერიოზული პროექტი და აგრძელებს მუშაობას მიმდინარე პროექტებზე.

WIC ადმინისტრირებას უწევს რესურს–ცენტრს, რომელიც ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საინიციატივო ჯგუფებსა და ინდივიდუალურ პირებთან ერთად, სხვა სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციებს აქტიურ დახმარებას უწევს. რესურს–ცენტრს აქვს ბიბლიოთეკა, სადაც წარმოდგენილია ქალთა უფლებებისა და გენდერული საკითხების სფეროში არსებული გამოცემები.

WIC–ს ჰყავს წარმომადგენლობები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

WIC ხელს უწყობს ლიდერი ქალების ჩამოყალიბებასა და ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთა განვითარებას საქართველოს რეგიონებში.

WIC ახორციელებს და უზრუნველჰყოფს შემდეგი ვებ–პროექტების წარმოებასა და ადმინისტრირებას:

http://ginsc.net/ -სამხრეთ კავკასიის გენდერული საინფორმაციო პორტალი;

 www.antitraf.net – არა ტრეფიკინგი;

www.youthknot.net – ევროპული ქსელი „ახალგაზრდული ხაზი;“

WIC – მა შექმნა „ქალთა პოლიგრაფიული სერვისი“. ორგანიზაცია მის ადმინისტრირებას დღემდე ახორციელებს. პროექტი, საგამომცემლო და პოლიგრაფიულ სფეროში, ქალთა როლის გაძლიერებისა და ორგანიზაციული განვითარების ხელშეწყობისკენაა მიმართული.

WIC ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების წევრია, როგორებიცაა: „ქალები ძალადობის წინააღმდეგ ევროპაში“ (WAVE), საინფორმაციო–საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში მოღვაწე ქალებისათვის ევროპული გზამკვლევის ქსელი (EUD). ქალთა საინფორმაციო ცენტრი, სამხრეთ კავკასიაში, „აღმოსავლეთ–დასავლეთ ქალთა ქსელის“ (NEWW) წარმომადგენელიცაა.

WIC–ის მთავარი პრიორიტეტი, გენდერულ საკითხებსა და ქალთა უფლებების შესახებ, ქსელების შექმნა და კოალიციური მუშაობაა.

 

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner