GEO | ENG

ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!

კონტაქტი

ჩვენი საქმიანობა

WIC ამბები

გამოცემები

გუნდი

პარტნიორები და ქსელები

WIC ამბები

ჩვენი მეგობრები

Gender Information Network of South Caucasus

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

WIC ამბები

ხარაგაულში გენდერული თანასწორობის საბჭოს ტრენინგი ჩაუტარდათ

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილი გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებისთვის ტრენინგი გაიმართა. ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC) წარმომადგენელმა მამუკა გაჩეჩილაძემ და პროექტის კოორდინატორმა ნათია კაპანაძემ ერთდღიანი ტრენინგი გენდერული თანასწორობის, ძალადობისა და გენდერული სტერეოტიპების თემაზე ჩაატარეს. გენდერული თანასწორობის საბჭო ხარაგაულის საკრებულოში ერთი თვის წინ ჩამოყალიბდა და მასში ხარაგაულში მცხოვრები სხვადასხვა სფეროს, არასამთავრობო ორგანიზაციისა და საჯარო სპექტრის წარმომადგენლები შედიან. საბჭოს საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ქალთა გაძლიერების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება. ტრენინგი საინფორმაციო ხასიათის იყო და იგი პრაქტიკულ სამუშაოებსაც მოიცავდა. შეხვედრის დასასრულს განიხილეს გენდერული თანასწორობის საბჭოს სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავების პრინციპები, გაიწერა მიზნები და სამომავლო ხედვები. ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა ტრენინგი ხარაგაულში გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ქალბატონ მანანა ბარბაქაძისა და გენდერული საბჭოს წევრის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწის (გენდერულ და არასამათავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში), ინგა ბერაძის მოწვევით გაიმართა. ერთდღიანი ტრენინგი ხარაგაულში მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანადაფინანსებით ჩატარდა.

2017-05-25

წინა გვერდი 

ჩვენი საქმიანობა   I    WIC ამბები   I    გამოცემები   I    გუნდი   I    პარტნიორები და ქსელები   I    კონტაქტი

© Copyright WIC 2017. ყველა უფლება დაცულია.

მასალების გამოყენების შემთხვევაში www.wicge.org და ავტორის მითითება სავალდებულოა

Webmaster