GEO | ENG

ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!

კონტაქტი

ჩვენი საქმიანობა

WIC ამბები

გამოცემები

გუნდი

პარტნიორები და ქსელები

WIC ამბები

ჩვენი მეგობრები

Gender Information Network of South Caucasus

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

WIC ამბები

პრეზიდენტი არასამტავრობო სექტორს შეხვდა

18 მაისს საქართველსო პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ეროვნულ პლატფორმაში გაერშიანებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა, რომლებთანაც საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი განიხილა. მიწვეულთა შორის იყო ქალთა საინფორმაციო ცენტრი წარმომადგენელი ნაზი ბურდულაძე. დისკუსია კითხვა-პასუხის ფორმატში 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი აზრი პრეზიდენტის არჩევის წესთან და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. შეკითხვები დაისვა თვითმმართველობის რეფორმის, საარჩევნო ბარიერისა და სხვა აქტუალური საკითხების შესახებ. ქალთა საინფორმაციო ცენტრმა საკონსტიტუციო ცვლილებებით გათვალისწინებული გენდერული კვოტირების საკითხიც წამოწია. „მე მას ვუჭერდი მხარს გასულ წლებში და რა თქმა უნდა გავაგრძელებ მხარდაჭერას როგორც 2017 წელს, ასევე შემდეგშიც“- განაცხადა პრეზიდენტმა. საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი აქტიურად არის ჩართული კონსტიტუციის საჯაროდ განხილვის პროცესში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ქალაქში უკვე გაიმართა.

2017-05-25

წინა გვერდი 

ჩვენი საქმიანობა   I    WIC ამბები   I    გამოცემები   I    გუნდი   I    პარტნიორები და ქსელები   I    კონტაქტი

© Copyright WIC 2017. ყველა უფლება დაცულია.

მასალების გამოყენების შემთხვევაში www.wicge.org და ავტორის მითითება სავალდებულოა

Webmaster