GEO | ENG

ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!

კონტაქტი

ჩვენი საქმიანობა

WIC ამბები

გამოცემები

გუნდი

პარტნიორები და ქსელები

WIC ამბები

ჩვენი მეგობრები

Gender Information Network of South Caucasus

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

WIC ამბები

რეზოლუცია 1325 - სამუშაო შეხვედრა გაიმართა მოლდოვაში

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ელენე რუსეცკაიამ, როგორც საქართველოს დელეგაციის წევრი, მონაწილეობა მიიღო მოლდოვის დედაქალაქ კიშინოვში გამართულ სამუშაო შეხვერდაში. ღონისძიება ეძღვნება გაეროს რეზოლუცია 1325-ის იმპლემენტაციის შესახებ გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარებას. საქართველო, რომელიც მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სახით არის წარმოდგენილი: მარიამ ჯაბოვა- მთავრობის ადმინისტრაცია, იულია ხარაშვილი- ქალთა ასოციაცია "თანხმობა", გიორგი ამანათიძე - თავდაცვის სამინისტროს გენდერული მრჩეველი, მონაწილე ქვეყნებს უზიარებს საკუთარ გამოცდილებას. შეხვედრას ესწრებიან მოლდოვის ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ეუთოს, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის დელეგაციები. ღონისძიების მიზანია ინკლუზიური სტრატეგიების გაძლიერება, მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, რეგიონული გამოცდილების გაზიარების გზით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც განიხილება შეხვედრაზე, არის ქალთა ჩართულობა უსაფრთხოების სექტორში. ღონისძიების ორგანიზატორია მოლდოვის ნატოს საინფორმაციო დოკუმენტური ცენტრი. სამუშაო შეხვედრის მონაწილე ქვეყნებია: სერბეთი, უკრაინა, თურქეთი, ესპანეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა და ალბანეთი.

2017-05-25

წინა გვერდი 

ჩვენი საქმიანობა   I    WIC ამბები   I    გამოცემები   I    გუნდი   I    პარტნიორები და ქსელები   I    კონტაქტი

© Copyright WIC 2017. ყველა უფლება დაცულია.

მასალების გამოყენების შემთხვევაში www.wicge.org და ავტორის მითითება სავალდებულოა

Webmaster