GEO | ENG

ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!

კონტაქტი

ჩვენი საქმიანობა

WIC ამბები

გამოცემები

გუნდი

პარტნიორები და ქსელები

WIC ამბები

ჩვენი მეგობრები

Gender Information Network of South Caucasus

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

WIC ამბები

გენდერული თანასწორობა მუნიციპალურ დონეზე – ვიზიტი გერმანიაში

გერმანიაში დასრულდა საინფორმაციო ვიზიტი „გენდერული თანასწორობის საკითხები მუნიციპალურ დონეზე“. სასწავლო ვიზიტის მიზანი იყო გერმანული გამოცდილების გაცნობა გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ფორმირებისა და გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმების ფუნქციონირების მიმართულებით. დელეგაციის წევრები შეხვდნენ გერმანიის პარლამენტის ოჯახის, ხანდაზმულთა, ქალთა და ახალგაზრდების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს და კომიტეტის წევრებს, ბუნდესრატის, ოჯახის, ქალთა, ხანდაზმულთა და ახალგაზრდების საკითხთა ფედერალური სამინისტროს, ბერლინის სენატის ჯანდაცვის, მოვლა-მზრუნველობისა და გენდერული თანასწორობის განყოფილების, ბერლინის მიწის მუნიციპალიტეტებში ქალთა საკითხებზე პასუხისმგებელთა ასოციაციის , პოცდამის მერის და ადგილობრივი ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის მარგერიტა ფონ ბრენტანოს ცენტრის წარმომადგენელებს, რომლებიც გენდერულ საკითხებთან დაკავშრებებულ კვლევებსა და გენდერული პოლიტიკის მიმართულებით მუშაობენ. ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო ვიზიტში მონაწილეობდნენ - სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, კახეთის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების გადაწყვეტილების მიმაღები პირები , საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმგებელი პირი, არასამთავრობო ორგანიზაცია NALAG წარმომადგენელი. სამუშაო ვიზიტი GIZ მხარდაჭერით ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში პროგრამის ფარგლებში მიმდინაროებდა

2017-06-27

წინა გვერდი 

ჩვენი საქმიანობა   I    WIC ამბები   I    გამოცემები   I    გუნდი   I    პარტნიორები და ქსელები   I    კონტაქტი

© Copyright WIC 2017. ყველა უფლება დაცულია.

მასალების გამოყენების შემთხვევაში www.wicge.org და ავტორის მითითება სავალდებულოა

Webmaster