GEO | ENG

ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!

კონტაქტი

ჩვენი საქმიანობა

WIC ამბები

გამოცემები

გუნდი

პარტნიორები და ქსელები

WIC ამბები

ჩვენი მეგობრები

Gender Information Network of South Caucasus

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

WIC ამბები

რეზოლუცია 1325: შეხვედრები შიდა ქართლში

ქალთა საინფორმაციო ცენტრი აგრძელებს საკონსულტაციო შეხვედრებს მიზნობრივ ჯგუფებთან, "ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების რეზოლუციების 2016–2017 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგის მიზნით. პროექტის ფარგლებში, საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა შიდა ქართლში, კერძოთ: საფელ მეჯვრისხევში, გუგუთიანთკარში და ზემო ნიქოზში. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და დევნილი ქალები სოფელ მეჯვრისხევიდან, კოშკიდან, ქვემო და ზემო ხვითიდან, გუგუთიანთკარიდან, მერევიდან და ზემო ნიქოზიდან. შეხვედრები დევნილ ქალთა ასოციაცია "თანხმობის" ხელშეწყობით გაიმართა. ქალთა საინფორმაციო ცენტრი ახორციელებს პროექტს "ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების რეზოლუციების 2016–2017 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგი", რომელიც მხარდაჭერილია გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ. პროექტის სამიზნე ჯგუფები არიან იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალები, დევნილები, დევნილთა უფლებებზე, ქალთა უფლებებსა და გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციები, აკადემიური წრეები, ასევე იმ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, რომლებიც ვალდებულება აიღეს სამოქმედო გეგმის შესრულებაზე.

2017-07-05

წინა გვერდი 

ჩვენი საქმიანობა   I    WIC ამბები   I    გამოცემები   I    გუნდი   I    პარტნიორები და ქსელები   I    კონტაქტი

© Copyright WIC 2017. ყველა უფლება დაცულია.

მასალების გამოყენების შემთხვევაში www.wicge.org და ავტორის მითითება სავალდებულოა

Webmaster