GEO | ENG

ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!

კონტაქტი

ჩვენი საქმიანობა

WIC ამბები

გამოცემები

გუნდი

პარტნიორები და ქსელები

WIC ამბები

ჩვენი მეგობრები

Gender Information Network of South Caucasus

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

WIC ამბები

საინფორმაციო შეხვედრა ბაკურიანის საზოგადოებრივ ცენტრში

2017 წლის 16-17 ნოემბერს ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ბაკურიანის საზოგადოებრივ ცენტრში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავდა ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე. ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაციას გენდერული როლებისა და სტერეოტიპების, შრომის ბაზრის გენდერული სეგრეგაციის და გენდერული თანასწორობის, როგორც დემოკრატიის, სოციალური სამართლიანობისა და კეთილდღეობის საკითხების შესახებ. ასევე ოჯახში ძალადობის გამომწვევი მიზეზებისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის დახმარების სერვისების შესახებ. ბაკურიანი საზოგადოებრივი ცენტრი არის კარგი რესურსი ადგილობრივი მოსახლეობისთვის არაფორმალური განათლების მიწოდებისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისთვის. ღონისძიება გაიმართა პროექტის , ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერა ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ყველა ნიშნულის უწყვეტი განხორციელებისთვის“ფარგლებში ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით.

2017-12-05

წინა გვერდი 

ჩვენი საქმიანობა   I    WIC ამბები   I    გამოცემები   I    გუნდი   I    პარტნიორები და ქსელები   I    კონტაქტი

© Copyright WIC 2017. ყველა უფლება დაცულია.

მასალების გამოყენების შემთხვევაში www.wicge.org და ავტორის მითითება სავალდებულოა

Webmaster