GEO | ENG

ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!

კონტაქტი

ჩვენი საქმიანობა

WIC ამბები

გამოცემები

გუნდი

პარტნიორები და ქსელები

WIC ამბები

ჩვენი მეგობრები

Gender Information Network of South Caucasus

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

WIC ამბები

თბილისის საკრებულოში ახალი გენდერული საბჭო შეიქმნება

ქალთა საინფორმაციო ცენტრი აგრძელებს მუშაობას ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გენდერული პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით. ამ საქმიანობის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომლის მონაწილეები გახდნენ თბილისის საკრებულოს წევრები და ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები. შეხვედრა მიეძღვნა გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერებისა და ადგილობრივ დონეზე გენდერული ინსტიტუციონალური მექანიზმების ჩამოყალიბების საკითხებს. შეხვედრაზე განხილული იქნა ახალი გენდერული საბჭოს ჩამოყალიბების, ადგილობრივ დონეზე გენდერული პოლიტიკის განხორციელებისათვის შემუშავებული სამოქმედო გეგმის განახლების და მომავალი თანამშრომლობის გეგმებს. ასევე გამოითქვა რეკომენდაციები, რომელიც ეხებოდა ახალი გენდერული საბჭოს დაკომპლექტების საკითხს, დაიგეგმა კონკრეტული ერთობლივი ღონისძიებები. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა დარჩიამ და საკრებულოს დეპუტატებმა. ქალთა საინფორმაციო ცენტრი რამდენიმე წელია თანამშრომლობს თბილისის საკრებულოსთან გენდერული პოლიტიკის გაძლიერებისა და ადგილობრივ დონეზე გენდერული ინსტიტუციონალური მექანიზმების ჩამოყალიბების კუთხით. ასე 2017 წელს, ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა და მიიღო 2017-2020 წლების გენდერული სტრატეგია. 2016 წელს მუნიციპალიტეტში, თბილისის საკრებულოს დონეზე, შეიქმნება გენდერული თანასწორობის საბჭო, ხოლო აღმასრულებელ შტოში, გამგებლის დაქვემდებარებაში, გამოიყო პირი, რომელიც პასუხისმეგებლია გენდერული თანასწორობის საკითხებზე. ცნობისათვის, 2016 წლის აპრილში საქართველოს პარლამენტმა მიიღო „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომელიც ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავდა. ცვლილებათა პაკეტი ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმის შექმნას გულისხმობს. შეხვედრა ჩატარდა პროექტი: „გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე“ ფარგლებში. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაციას ადგილობრივ დონეზე. პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროექტის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში.

2018-02-02

წინა გვერდი 

ჩვენი საქმიანობა   I    WIC ამბები   I    გამოცემები   I    გუნდი   I    პარტნიორები და ქსელები   I    კონტაქტი

© Copyright WIC 2018. ყველა უფლება დაცულია.

მასალების გამოყენების შემთხვევაში www.wicge.org და ავტორის მითითება სავალდებულოა

Webmaster