GEO | ENG

ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!

კონტაქტი

ჩვენი საქმიანობა

WIC ამბები

გამოცემები

გუნდი

პარტნიორები და ქსელები

WIC ამბები

ჩვენი მეგობრები

Gender Information Network of South Caucasus

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

WIC ამბები

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში გენდერული საბჭო შეიქმნა

ქალთა საინფორმაციო ცენტრი აგრძელებს მუშაობას ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გენდერული პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით. ამ საქმიანობის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებსა და ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლების შორის. შეხვედრას ესწრებოდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ოთარ ჩალათაშვილი და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ერბოწონაშვილი. შეხვედრა მიეძღვნა მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერებისა და გენდერული ინსტიტუციონალური მექანიზმების ჩამოყალიბების საკითხებს. ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა, ელენე რუსეცკაია შეხვედრის მონაწილეებს ესაუბრა პროექტის შესახებ, რომელსაც ამჟამად ახორციელებს ორგანიზაცია და რომლის მიზანია ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაციას ადგილობრივ დონეზე. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს გენდერული საბჭოს სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხი. ქალთა საინფორმაციო ცენტრი გამოვიდა ინიციატივით, რომელიც სობჭოს წევრების გენდერულ საკითხებში გადამზადებას ეხება და ამასთან დაკავშირებით დაიგეგმა კონკრეტული ერთობლივი ღონისძიებები. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემგეგ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეიქმნა გენდერული სობჭო, რომლის შემადგენლობაში საკრებულოს 8 დეპუტატი შევიდა. კანონმდებლობის მიხედვით სობჭოს ხელმძღვანელობს საკრებულოს თავმჯდომარე. ცნობისათვის, 2016 წლის აპრილში საქართველოს პარლამენტმა მიიღო „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომელიც ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავდა. ცვლილებათა პაკეტი ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმის შექმნას გულისხმობს. შეხვედრა ჩატარდა პროექტი: „გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე“ ფარგლებში. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაციას ადგილობრივ დონეზე. პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროექტის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო

2018-02-27

წინა გვერდი 

ჩვენი საქმიანობა   I    WIC ამბები   I    გამოცემები   I    გუნდი   I    პარტნიორები და ქსელები   I    კონტაქტი

© Copyright WIC 2018. ყველა უფლება დაცულია.

მასალების გამოყენების შემთხვევაში www.wicge.org და ავტორის მითითება სავალდებულოა

Webmaster