GEO | ENG

ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!

კონტაქტი

ჩვენი საქმიანობა

WIC ამბები

გამოცემები

გუნდი

პარტნიორები და ქსელები

WIC ამბები

ჩვენი მეგობრები

Gender Information Network of South Caucasus

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

WIC ამბები

მარტი გადამწყვეტია თანასწორობისთვის!

8 მარტი საქართველოში – მსვლელობა ქალთა ისტორიის დასაბრუნებლად და 118 ორგანიზაციის ერთობლივი განცხადება. 8 მარტს თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან გაიმართა ბრიფინგი, რომელზეც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა განცხადება წაიკითხეს და 118–ი არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით მოუწოდეს საქართველოს პარლამენტს, მხარი დაუჭიროს საკანონმდებლო ინიციატივას გენდერული კვოტირების შესახებ, რომელიც 2017 წლის 12 ივნისს საკანონმდებლო ორგანოს 37 455 ამომრჩევლის ხელმოწერით წარედგინა. განაცხადებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტს მხარი უკვე დაუჭირეს იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და რეგიონული განვითარების კომიტეტებმა, და პარლამენტს მიმართეს, საკანონმდებლო ინიციატივა დროულად განიხილოს პლენარულ სხდომაზე. ფემინისტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა კი 8 მარტი ფემინისტური ტურითა და მსვლელობით აღნიშნა. საჯარო სივრცეები - ქუჩები, სკვერები თუ სხვადასხვა შენობები - ინახავს და გადმოსცემს იმ მეხსიერებას, რომელიც ქალაქის ისტორიას ქმნის. თბილისში, როგორც მსოფლიო ქალაქების უმეტესობაში, ძალიან ცოტაა ისეთი ადგილი, რომელიც ქალების სახელს ატარებს. ეს კი ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებაში ქალების მიერ შეტანილი წვლილის დავიწყებას და მათი მიღწევების წაშლას კოლექტიური მეხსიერებიდან. ის, თუ ვინ შედის ისტორიის აღიარებულ ვერსიაში - ცალსახად პოლიტიკური საკითხია. სწორედ ამიტომ, ნიშვნელოვანია გავიხსენოთ და დავაფასოთ ქალები, რომლებიც იბრძოდნენ ცვლილებებისთვის. ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის მსვლელობის მიზანია ხმამაღლა მოვითხოვოთ საჯარო სივრცეში ადგილი ქალების ისტორიისთვის!

2018-04-11

წინა გვერდი 

ჩვენი საქმიანობა   I    WIC ამბები   I    გამოცემები   I    გუნდი   I    პარტნიორები და ქსელები   I    კონტაქტი

© Copyright WIC 2018. ყველა უფლება დაცულია.

მასალების გამოყენების შემთხვევაში www.wicge.org და ავტორის მითითება სავალდებულოა

Webmaster