GEO | ENG

ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!

კონტაქტი

ჩვენი საქმიანობა

WIC ამბები

გამოცემები

გუნდი

პარტნიორები და ქსელები

WIC ამბები

ჩვენი მეგობრები

Gender Information Network of South Caucasus

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

WIC ამბები

პრობლემების იდენტიფიცირება სიღნაღის მუნიციპალიტეტში

ქალთა საინფორმაციო ცენტრი მუშაობას ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გენდერული პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით. ამ საქმიანობის ფარგლებში ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ასევე საკრებულოს გენდერული საბჭოს წევრებთან. შეხვედრები მიეძღვნა მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემების იდენტიფიცირებას გენდერულ ჭრილში, რომლის ანალიზის საფუძველზე შემუშავდება მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა. ქალთა საინფორმაციო ცენტრი ამ პროცესში გენდერულ საბჭოს კონსულტაციებს გაუწევს. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეიქმნა გენდერული სობჭო, რომლის შემადგენლობაშიც საკრებულოს 8 დეპუტატი შევიდა. შეხვედრას საკრებულოში ესწრებოდნენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი გოგილაშვილი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე,ილია ხატიაშვილი. ქალთა საინფორმაციო ცენტრი ახორციელებს პროექტს „გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაციას ადგილობრივ დონეზე. პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროექტის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობა

2018-04-11

წინა გვერდი 

ჩვენი საქმიანობა   I    WIC ამბები   I    გამოცემები   I    გუნდი   I    პარტნიორები და ქსელები   I    კონტაქტი

© Copyright WIC 2018. ყველა უფლება დაცულია.

მასალების გამოყენების შემთხვევაში www.wicge.org და ავტორის მითითება სავალდებულოა

Webmaster