პარლამენტში სავალდებულო გენდერული კვოტირების საკითხზე ისმჯელეს
21 მარტს, პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილებოდა საკანონმდებლო ინიციატივა სავალდებულო გენდერული კვოტირების შესახებ. პლენარულ სხდომაზე, კანონპოექტი, საინიციატივო ჯგუფის სახელით წარადგინა მაია კუპრავამ. დროში შეზღუდვის გამო ვერ მოესწრო ყველა მომხსენებელის გამოსვლა. განხილვა გაგრძელდება 23 მარტს და კანონპროექტის პირველი მოსმენა პარლანემტის სპიკერის, ირაკლი კობახიძესა და ვიცე სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის გამოსვლებით დასრულდება, რის შემდეგაც გაიმართება კენჭისყრა. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ქალთა წარმომადგენლობა 2020 წლის პარლამენტში გაიზრდება მინიმუმ 26%-მდე, ამჟამინდელი 15%-დან. საქართველოს პარლამენტი განიხილავს 37,455 ამომრჩევლის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პარტიებსა და ბლოკებს დაავალდებულებს, რომ პარტიულ სიებში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ. კანონპროექტი ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის (Task Force) მიერ არის ინიცირებული. |