GEO | ENG

ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!

კონტაქტი

ჩვენი საქმიანობა

WIC ამბები

გამოცემები

გუნდი

პარტნიორები და ქსელები

WIC ამბები

ჩვენი მეგობრები

Gender Information Network of South Caucasus

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

WIC ამბები

პრობლემების იდენტიფიცირება ხობის მუნიციპალიტეტში

11 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის „გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე“ ფარგლებში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა საკრებულოს გენდერული საბჭოს წევრებთან და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. შეხვედრა მიეძღვნა მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას გენდერულ ჭრილში, რომლის ანალიზის საფუძველზე შემუშავდება მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა, რომელშიც ქალთა საინფორმაციო ცენტრი გენდერულ საბჭოს კონსულტაციებს გაუწევს. პროექტის „გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე“ მიზანია ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაციას ადგილობრივ დონეზე. პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროექტის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში. შეგახსენებთ, რომ 2017 წლის აგვისტოში ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეიქმნა გენდერული თანასწორობის საბჭო, რომელიც 7 წევრისგან შედგება. მუნიციპალიტეტის მერიაში კი დაინიშნა მერის რჩეველი გენდერული თანასწორობის საკითხებში. შეხვედრას დაესწრნენ საკრებულოსა და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე - ედიშერ ჯობავა, მერის მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები და მერიის წარმომადგენლები.

2018-05-04

წინა გვერდი 

ჩვენი საქმიანობა   I    WIC ამბები   I    გამოცემები   I    გუნდი   I    პარტნიორები და ქსელები   I    კონტაქტი

© Copyright WIC 2018. ყველა უფლება დაცულია.

მასალების გამოყენების შემთხვევაში www.wicge.org და ავტორის მითითება სავალდებულოა

Webmaster