სამუშაო შეხვედრა ყაზბეგის საკრებულოს გენდერული საბჭოს წევრებთან
25 მაისს გაიმართა შეხვედრა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. ქალთა საინფორმაციო ცენტრის ექსპერტებმა გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან ერთად იმსჯელეს მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე. გამოიკვეთა საჭიროებები, რომელიც აისახება მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმაში. შეხვედრები ტარდება გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით. |