GEO | ENG

ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!

კონტაქტი

ჩვენი საქმიანობა

WIC ამბები

გამოცემები

გუნდი

პარტნიორები და ქსელები

WIC ამბები

ჩვენი მეგობრები

Gender Information Network of South Caucasus

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

WIC ამბები

კაჭრეთის საზოგადოებრივ ცენტრში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა

2018 წლის 30-31 მაისს ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით კაჭრეთის საზოგადოებრივ ცენტრში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავდა ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი მაცხოვრებლები, ბაღის მენეჯერები პედაგოგები და უფროსკლასელები. ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაციას გენდერული როლებისა და სტერეოტიპების, შრომის ბაზრის გენდერული სეგრეგაციის და გენდერული თანასწორობის, როგორც დემოკრატიის, სოციალური სამართლიანობისა და კეთილდღეობის საკითხების შესახებ. ასევე ოჯახში ძალადობის გამომწვევი მიზეზებისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის დახმარების სერვისების შესახებ. ღონისძიება გაიმართა პროექტის ,,საჯარო სექტორის განვითარების ხელშეწყობა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სერვისების ეფექტური მიწოდების გზით" ფარგლებში ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით.

2018-06-01

წინა გვერდი 

ჩვენი საქმიანობა   I    WIC ამბები   I    გამოცემები   I    გუნდი   I    პარტნიორები და ქსელები   I    კონტაქტი

© Copyright WIC 2018. ყველა უფლება დაცულია.

მასალების გამოყენების შემთხვევაში www.wicge.org და ავტორის მითითება სავალდებულოა

Webmaster