GEO | ENG

Women can, Women act,
Women change!

Contact us

Our work

WIC News

Publications

Team

Partners and Networks

WIC News

Our friends

Gender Information Network of South Caucasus

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

WIC News

1325-ის ლოკალიზაცია: სამუშაო შეხვედრა ხაშურის მუნიციპალიტეტში

7 ნოემბერს ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან. შეხვედრას ასევე იძულებით გადაადგილებული პირები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო, დამსწრე საზოგადოებისთვის კოალიციური პროექტის „რეგიონული და ადგილობრივი ადმინისტრაციების შესაძლებლობების გაძლიერება გაეროს უშიშროების რეზოლუცია 1325 ეროვნული სამოქმედო გეგმის (NAP) ლოკალიზაციის პროცესში, ამ პროცესებში დიალოგის აქტივიზაცია და ქალთა მონაწილეობის გაძლიერება-“ გაცნობა, მუნიციპალიტეტში ამ საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნის ხელშეწყობა, რომელიც იმუშავებს გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმაში გაწერილ რეზოლუცია 1325 ლოკალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. შეხვედრა გახსნა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილმა. „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელმა ელენე რუსეცკაიამ შეხვედრის მონაწილეებს ხაშურის მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაგეგმილი პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა კონსულტაციები კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ/ დევნილთა წარმომადგენლებთან და მოხდა საჭიროებების გამოკვეთა, რათა ეს საკითხები მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის მიერ. ასევე ქალთა საინფორმაციო ცენტრის წევრებმა ხაშურში მდებარე ერთ-ერთი დევნილთა კომპაქტური ცენტრი მოინახულეს და ადგილზე გაეცნენ პრობლემებს, რომელიც იქ მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს. ქალთა საინფორმაციო ცენტრი მთელი ქვეყნის მასშტაბით მუშაობს თვითმმართველობებთან გენდერული თანასწორობის პოლიტიკისა და რეზოლუცია 1325 ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის კუთხით. არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ -ს, ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“-ს კოოპერირებით, 2018 წლის ნოემბერში დაიწყო პროექტის: „რეგიონული და ადგილობრივი ადმინისტრაციების შესაძლებლობების გაძლიერება გაეროს რეზოლუცია 1325 ეროვნული სამოქმედო გეგმის (NAP) ლოკალიზაციის პროცესში და ამ პროცესებში დიალოგის აქტივიზაცია და ქალთა (მათ შორის ყველაზე მარგინალიზებულისაც), მონაწილეობის გაძლიერება“ განხორციელება. პროექტის ხორციელდება საქართველოს 10 მუნიციპალიტეტი: გორი, კასპი, ხაშური, ქარელი, დუშეთი, ზუგდიდი, წალენჯიხა, საჩხერე, სტეფანწმინდა და წყალტუბო. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სამოქალაქო ფორუმების, ტრენინგების, საინფორმაციო შეხვედრების, კონფერენციების ჩატარება. ეს საქმიანობა ხელს შეუწყობს ადგილობრივ დონეზე დიალოგის გაღრმავებას და ამ პროცესში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ჩართვას. პროექტი დაფინანსებულია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ და ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მონაწილეობითა და მხარდაჭერით.

2018-11-27

Previous Page 

Our work   I    WIC News   I    Publications   I    Team   I    Partners and Networks    I    Contact us

© Copyright WIC 2018. All right reserved.

Using materials of the site the reference on www.wicge.org with the indication of the author is obligatory

Webmaster