GEO | ENG

ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!

კონტაქტი

ჩვენი საქმიანობა

WIC ამბები

გამოცემები

გუნდი

პარტნიორები და ქსელები

WIC ამბები

ჩვენი მეგობრები

Gender Information Network of South Caucasus

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

WIC ამბები

1325-ის ლოკალიზაცია: შეხვედრები ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში

27 თებერვალს ხაშურის მუნიციპალიტეტში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა შეხვდრები წაღვლის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი ე.წ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების წაღვლსა და ჩორჩანაში მცხოვრებ კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან. შეხვედრას ესწრებოდა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ ჩხიტუნიძე და მერიის სხვა წარმომადგენლები. შეხვედრის მიზანი იყო, დამსწრე საზოგადოებისთვის კოალიციური პროექტის „ქალები და გოგონები ძლიერი საზოგადოებისთვის“ გაცნობა და ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალიტეტში 1325-ის სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც იმუშავებს მუნიციპალური გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმაში გაწერილ რეზოლუცია 1325 საკითხებზე. შეხვედრის დროს გამოვლენილი იქნა ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ქალების საჭიროებები და განიხილა მათზე შემდგომი რეაგირების გზები. შეხვედრაზე ადგილობრივებმა პირველ პრიორიტეტად გზის და ამბულატორიის მოწესრიგების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის და სხვა მწვავე საკითხები დააყენეს. ზურაბ ჩხიტუნიძის განცხადებით, სოფელ წაღვლასა და ჩორჩანამდე დაგეგმილია ბეტონის გზის დაგების ორწლიანი პროექტის განხორციელება, რომელიც მიმდინარე წელს დაიწყება. დღის ბოლოს მოსახლეობასთან შეხვედრისას წამოჭრილ პრობლემებზე მსჯელობა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებთან, გენდერული თანასწორობის საბჭოსა და 1325 -ის ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად გაგრძელდა. დაისახა პრობლემების გადაწყვეტის კონკრეტული გზები და ღონისწიებების დაგეგმვმა. პროექტის შესახებ: არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ -ს, ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“-ს კოოპერირებით, 2018 წლის ნოემბრიდან ახორციელებს პროექტს: „ქალები და გოგონები ძლიერი საზოგადოებისთვის“. პროექტის ხორციელდება საქართველოს 10 მუნიციპალიტეტი: გორი, კასპი, ხაშური, ქარელი, დუშეთი, ზუგდიდი, წალენჯიხა, საჩხერე, სტეფანწმინდა და წყალტუბო. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სამოქალაქო ფორუმების, ტრენინგების, საინფორმაციო შეხვედრების, კონფერენციების ჩატარება. ეს საქმიანობა ხელს შეუწყობს ადგილობრივ დონეზე დიალოგის გაღრმავებას და ამ პროცესში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ჩართვას. პროექტი დაფინანსებულია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ და ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მონაწილეობითა და მხარდაჭერით.

2019-03-15

წინა გვერდი 

ჩვენი საქმიანობა   I    WIC ამბები   I    გამოცემები   I    გუნდი   I    პარტნიორები და ქსელები   I    კონტაქტი

© Copyright WIC 2019. ყველა უფლება დაცულია.

მასალების გამოყენების შემთხვევაში www.wicge.org და ავტორის მითითება სავალდებულოა

Webmaster