GEO | ENG

ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!

კონტაქტი

ჩვენი საქმიანობა

WIC ამბები

გამოცემები

გუნდი

პარტნიორები და ქსელები

WIC ამბები

ჩვენი მეგობრები

Gender Information Network of South Caucasus

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

WIC ამბები

მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის პლატფორმის კონცეფცია შეიქმნა

ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწეს, სოფო ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი იყო გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაციის ეფექტური განხორციელებისათვის ახალი კონცეფციის გაცნობა. როგორც აღინიშნა შეხვედრაზე გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია, კოორდინაციის და ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებულ გენდერული პოლიტიკის განხორციელებისთვის, იწყებს მუშაობას ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად. უწყებათაშორისმა კომისიამ აიღო ვალდებულება ითანამშრომლოს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, უზრუნველყოს მათი ინფორმირებულობა აღმასრულებელ ხელისუფლებაში თემატურად მიმდინარე ღონისძიებების შესახებ და ხელი შეუწყოს ადგილობრივ დონეზე ეფექტიანი გენდერული პოლიტიკის განხორციელებას. შეხვედრას ესწრებოდნენ სამინისრტოების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანოზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა კონცეპციის დოკუმენტის განხილვაში. განხილული კონცეფცია ეფუძნება ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ შემუშავებულ წინადადებას, რომელიც წარდგენილი იყო 2017 წლის დეკემბერში პარლამენტსა და უწყებათაშორისო კომისიას.

2019-03-15

წინა გვერდი 

ჩვენი საქმიანობა   I    WIC ამბები   I    გამოცემები   I    გუნდი   I    პარტნიორები და ქსელები   I    კონტაქტი

© Copyright WIC 2019. ყველა უფლება დაცულია.

მასალების გამოყენების შემთხვევაში www.wicge.org და ავტორის მითითება სავალდებულოა

Webmaster