GEO | ENG

Women can, Women act,
Women change!

Contact us

Our work

WIC News

Publications

Team

Partners and Networks

WIC News

Our friends

Gender Information Network of South Caucasus

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

WIC News

ერთად ვეძებოთ გზები

თბილისის საკრებულოში, გენდერული საბჭოს ეგიდით, ღონისძიება „ერთად ვეძებოთ გზები“ გაიმართა. შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრები, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ხელოვნებისა და კულტურის სფეროში მოღვაწე და ბიზნესსექტორში დასაქმებული ქალები ესწრებოდნენ. ღონისძიება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ მარიკა დარჩიამ გახსნა. მან ღონისძიების მიზანსა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მარიკა დარჩიას თქმით, შეხვედრა, რომელიც დღეს საკრებულოში გაიმართა, მიზნად პოლიტიკურ, კულტურულ და სამეწარმეო საქმიანობაში ქალის როლის გააქტიურებას ისახავდა. დღევანდელი შეკრება არის იმის მცდელობა, რომ გენდერულ თანასწორობაში არსებული სექტორი ახლებურად დავინახოთ. მთელი მსოფლიო წერს ისტორიებს ქალების შესახებ, რომელთაც გადალახეს დაბრკოლებები. ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც ბარიერებთან ბრძოლის გზების ძიებისკენ არის მიმართული. არსებობს პრობლემები, თუმცა ყოველი მარცხის უკან არის გამარჯვების მოპოვებით პრეცედენტის შექმნის შესაძლებლობა, რაც თავის მხრივ სხვა ადამიანებს მაგალითს მისცემს“ -განაცხადა მარიკა დარჩიამ.

2019-03-15

Previous Page 

Our work   I    WIC News   I    Publications   I    Team   I    Partners and Networks    I    Contact us

© Copyright WIC 2019. All right reserved.

Using materials of the site the reference on www.wicge.org with the indication of the author is obligatory

Webmaster