GEO | ENG

Women can, Women act,
Women change!

Contact us

Our work

WIC News

Publications

Team

Partners and Networks

WIC News

Our friends

Gender Information Network of South Caucasus

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

WIC News

ტრენინგი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 1325-ის სამუშაო ჯგუფებისთვის

2019 წლის 5-6 მარტს, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი, რომლის მონაწილეები გახდნენ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 1325-ის სამუშაო ჯგუფის წევრები. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში, რომელიც იმუშავებს გენდერული თანასწორობის მუნიციპალურ სამოქმედო გეგმაში გაწერილი რეზოლუცია 1325 ლოკალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მერიის, საკრებულოს, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან ერთად, სამოქალაქო საზოგადოების და კერძო ბიზნესის წარმომადგენლები შედიან. ტრენინგის ფარგლებში გამოიკვეთა მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემები და შესაძლო მოგვარების გზები, რომელზეც იმუშავებს აღნიშნული სამუშაო ჯგუფი. ტრენინგი ჩატარდა კოალიციური პროექტის „ქალები და გოგონები ძლიერი საზოგადოებისთვის“ ფარგლებში და მისი მიზანი იყო ადგილობრივი ადმინისტრაციების შესაძლებლობების გაძლიერება გაეროს უშიშროების რეზოლუცია 1325 ეროვნული სამოქმედო გეგმის (NAP) ლოკალიზაციის პროცესში, ამ პროცესებში დიალოგის აქტივიზაცია და ქალთა მონაწილეობის გაძლიერება. პროექტის შესახებ: არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციამ: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ -ს, ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“-ს კოოპერირებით, 2018 წლის ნოემბერში დაიწყო პროექტი „ქალები და გოგონები ძლიერი საზოგადოებისთვის“. პროექტი საქართველოს 10 მუნიციპალიტეტი ხორციელდება: გორი, კასპი, ხაშური, ქარელი, დუშეთი, ზუგდიდი, წალენჯიხა, საჩხერე, სტეფანწმინდა და წყალტუბო. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სამოქალაქო ფორუმების, ტრენინგების, საინფორმაციო შეხვედრების, კონფერენციების ჩატარება. პროექტი გააგრძელებს იმ სამუშაოს, რომელიც დაწყებულია ათივე მუნიციპალიტეტში, გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმის დახვეწის/გაძლიერების კუთხით და ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული/დევნილი ქალებისა და ახალგაზრდების ჩართვას ამ პროცესში. პროექტი დაფინანსებულია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ და უნდა განხორციელდეს გაეროს ქალთა ორგანიზაციის მონაწილეობითა და მხარდაჭერით

2019-03-15

Previous Page 

Our work   I    WIC News   I    Publications   I    Team   I    Partners and Networks    I    Contact us

© Copyright WIC 2019. All right reserved.

Using materials of the site the reference on www.wicge.org with the indication of the author is obligatory

Webmaster