GEO | ENG

Women can, Women act,
Women change!

Contact us

Our work

WIC News

Publications

Team

Partners and Networks

WIC News

Our friends

Gender Information Network of South Caucasus

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

WIC News

შეხვედრა ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ჩორჩანაში

2 მაისს ხაშურის მუნიციპალიტეტში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ე.წ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის ჩორჩანას მცხოვრები კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის თხოვნით გაიმართა შეხვედრა. შეხვედრის დროს გამოვლენილი იქნა ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ქალების საჭიროებები და პრობლემები, განიხილა მათზე შემდგომი რეაგირების გზები. შეხვედრაზე ადგილობრივებმა პირველ პრიორიტეტად გზის და ამბულატორიის მოწესრიგების,წყლის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის და სხვა მწვავე საკითხები დააყენეს. შეხვედრა გაიმართა პროექტი: „ქალები და გოგონები ძლიერი საზოგადოებისთვის“ ფარგლებში. პროექტის შესახებ: არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ -ს, ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“-ს კოოპერირებით, 2018 წლის ნოემბრიდან ახორციელებს პროექტს: „ქალები და გოგონები ძლიერი საზოგადოებისთვის“. პროექტის ხორციელდება საქართველოს 10 მუნიციპალიტეტი: გორი, კასპი, ხაშური, ქარელი, დუშეთი, ზუგდიდი, წალენჯიხა, საჩხერე, სტეფანწმინდა და წყალტუბო. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სამოქალაქო ფორუმების, ტრენინგების, საინფორმაციო შეხვედრების, კონფერენციების ჩატარება. ეს საქმიანობა ხელს შეუწყობს ადგილობრივ დონეზე დიალოგის გაღრმავებას და ამ პროცესში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ჩართვას. პროექტი დაფინანსებულია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ და ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მონაწილეობითა და მხარდაჭერით.

2019-06-12

Previous Page 

Our work   I    WIC News   I    Publications   I    Team   I    Partners and Networks    I    Contact us

© Copyright WIC 2019. All right reserved.

Using materials of the site the reference on www.wicge.org with the indication of the author is obligatory

Webmaster