GEO | ENG

Women can, Women act,
Women change!

Contact us

Our work

WIC News

Publications

Team

Partners and Networks

WIC News

Our friends

Gender Information Network of South Caucasus

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

WIC News

ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პირველი პრემიის ლაურიატები

8 მაისს, ზუგდიდში, ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის „ნდობა მშვიდობისთვის“ ინიციატოვით გაიმართება ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიის დაჯილდოების ცერემონია. ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია არის პირველი ჯილდო საქართველოში მშვიდობის დარგში, რომელიც ზუგდიდში დაიდებს ბინას და ყოველწლიურად გადაეცემა მშვიდობის აქტივისტს. ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პირველი პრემიის ლაურიატები არიან: დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი „სინერგია“, ნინო კალანდარიშვილი; ფონდი „მოლოდინი“, ნინელი ანდრიაძე; დევნილ ქალთა ასოციაცია "თანხმობა", იულია ხარაშვილი; ასოციაცია „იმედი- დევნილ ქალთა მოძრაობა", ქრისტინა კილანავა; გალის რაიონის საგანმანათლებლო რესუსრცენტრი, ნონა შონია; ასოციაცია „ათინათი“, გია ხასია; გარემოსდაცვითი ეკოლოგიური ორგანიზაცია „დეა“, მარინა ზუხბაია. ნინელი ანდრიაძეს კანდიდატურა პრემიაზე წარადგინა ქალთა საინფორმაციო ცენტრმა. შეგახსენებთ, რომ 2016 წლიდან ზუგდიდის ერთ-ერთი ქუჩისთვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის პირველი ლაურიატი ქალის, ბერტა ფონ ზუტნერის სახელის მინიჭების საკითხს ადვოკატირებდა „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ და მისი ხელმძღვანელი ელენე რუსეცკაია, ხოლო 2018 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ზუგდიდის ერთ-ერთ უსახელო ქუჩას ბერტა ფონ ზუტნერის სახელი მიანიჭა. ბერტა ფონ ზუტნერი იყო ევროპელი მშვიდობისმყოფელი და მწერალი, რომელიც საქართველოში ცხოვრების შედეგად იქცა პაციფისტად. იგი იყო პირველი ქალი, რომელიც 1905 წელს გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში. ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიის დაარსების მიზანია, მშვიდობის მშენებლობისა და განმტკიცების პროცესში ჩართული აქტივისტების ღვაწლის დაფასება, საზოგადოებაში სამშვიდობო ხედვების აქტუალიზება და ნდობის მშენებლობის საქმეში ახალგაზრდების წახალისება. ღონისძიება ტარდება ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოსთან საქართველოში თანამშრომლობითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის პატრონაჟით. პრემიის მხარდამჭერები არიან:ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის ინსტიტუტი / ჰააგა; მოქმედება ტრანსფორმაციისთვის / კავკასიის ოფის; გამომცემლობა „ინტელექტი“; ქალთა ქსელი მშვიდობისთვის / ბონი

2019-06-12

Previous Page 

Our work   I    WIC News   I    Publications   I    Team   I    Partners and Networks    I    Contact us

© Copyright WIC 2019. All right reserved.

Using materials of the site the reference on www.wicge.org with the indication of the author is obligatory

Webmaster