GEO | ENG

ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!

კონტაქტი

ჩვენი საქმიანობა

WIC ამბები

გამოცემები

გუნდი

პარტნიორები და ქსელები

WIC ამბები

ჩვენი მეგობრები

Gender Information Network of South Caucasus

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

WIC ამბები

უკრაინის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში

2019 წლის 2 - 8 ივნისს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა უკრაინის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ უკრაინის ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო სექტორისა და უკრაინის გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები. უკრაინის დელეგაცია ეწვია გორისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებს, სადაც შეხვდა მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებს, ასევე მოინახულა გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლები. შეხვედრები ასევე ჩატარდა საქართველოს პარლამენტში და თბილისის საკრებულოში, სადაც უკრაინის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები. გამართული შეხვედრები დიალოგის რეჟიმში წარიმართა, რომელზეც შეხვედრის მონაწილეებმა სამოქმედო გეგმის ეფექტურად შესრულებაზე, გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებების, ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებების, გენდერული ბიუჯეტირებისა და სტატისტიკის საკითხებზე ისაუბრეს. სტუმრებმა მათთვის ყველა საჭირო კითხვაზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. სექტორ 3-ში კი უკრაინის დელეგაციის წევრებს CEDAW-ს, GREVIO-სა და ECRI- ს კომიტეტების წევრები - ლიკა ნადარაია, ლადო მკერვალიშვილი და ელენე რუსეცკაია შეხვდნენ. უკრაინელ კოლეგებს შეხვედრაზე გენდერული პოლიტიკის საკითხებზე, საერთაშორისო მექანიზმების, კომიტეტების მუშაობის მექანიზმებსა და ამ მიმართულებით საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე გაუზიარეს გამოცდილება. უკრაინის დელეგაციამ მოინახულა დევნილთა კომპაქტური დასახლება წეროვანში და დევნილ ქალთა სოციალური საწარმო „იკართო“, შეხვდა საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის "აფხაზეთის" წევრებს. ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნუკრი მილორავამ და პროგრამული მიმართულებების მენეჯერებმა უკრაინელ სტუმრებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, რომელიც ცენტრმა "აფხაზეთმა" 24 წლიანი არსებობის მანძილზე მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობით დააგროვა. დელეგაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა. ვიზიტი არასამთავრობო ორგანიზაციების „ქალთა საინფორმაციო ცენტრისა“ და იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ ორგანიზებით, უკრაინის გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივით გაიმართა.

2019-06-12

წინა გვერდი 

ჩვენი საქმიანობა   I    WIC ამბები   I    გამოცემები   I    გუნდი   I    პარტნიორები და ქსელები   I    კონტაქტი

© Copyright WIC 2019. ყველა უფლება დაცულია.

მასალების გამოყენების შემთხვევაში www.wicge.org და ავტორის მითითება სავალდებულოა

Webmaster