GEO | ENG

Women can, Women act,
Women change!

Contact us

Our work

WIC News

Publications

Team

Partners and Networks

WIC News

Our friends

Gender Information Network of South Caucasus

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

WIC News

კვლევის პრეზენტაცია

25 ივნისს, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანი იყო კვლევის: "საქართველოს გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები თემების საერთო საჭიროებებისა და პრიორიტეტების"- შედეგების გაცნობა. 
საზოგადოების საჭიროებების კვლევა განხორციელდა ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და პარტნიორი ორგანიზაციების (ზუგდიდი, გალი და გაგრა) მიერ შემუშავებული კითხვარისა და ფოკუს- ჯგუფების ჩატარების გზით სამეგრელოში, გაგრასა და გალში.
კვლევის შედეგად, გამყოფი ხაზის მიმდებარე ცალკეული სოფლების შესახებ მიღებული მონაცემები სისტემატიზირებულია ცალკეულ ბლოკებად. კერძოდ: ინფრასტრუქტურა; განათლება; კულტურა და სპორტული აქტივობები; შემოსავლის წყაროები (სოფლის მეურნეობა და დასაქმების სხვა შესაძლებლობები) საყოფაცხოვრებო პირობები, შრომითი მიგრაცია; კომუნიკაცია, ინტერნეტი, სხვადასხვა მედიებისა და სოციალური ქსელების გამოყენება სოფლად; გადაადგილების თავისუფლება, გამყოფი ხაზის გადაკვეთის პრობლემები; სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები სოფლად.
კვლევაში სულ 300-მა რესპონდენტმა (70% ქალი, 30% კაცი) მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 120 იყო გაგრასა და გალიდან, ხოლო 180- სამეგრელოდან. 
მიღებული ინფორმაცია გაანალიზდა და გამოიკვეთა საერთო პრობლემები და გამოწვევები, რომლებიც გამყოფი ხაზის მიმდებარედ ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას გააჩნია. 
მთელი პროცესი წარიმართა ორივე მხარის აქტიური მონაწილეობით, მათ შორის ონლაინ სამუშაო ჯგუფის გამოყენებით, რათა მოხდეს დისკუსიის, კომენტარისა თუ შეხედულების მარტივად გაზიარება. 
სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნა კვლევის პროცესში გამოვლენილი მთავარი მიგნებები, საჭიროებები, პრიორიტეტები და რეკომენდაციები. 
სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ სახელმწიფო რელევანტური უწყებების, დიპლომატიური წრეების, სახალხო დამცველის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები ზუგდიდიდან, წალენჯიხასა და გალიდან.
კვლევა განხორცილდა პროექტის: ,,ნდობის აღდგენის ხელშეწყობა გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობაში’’ ფარგლებში.

პროექტის შესახებ:

პროექტი: ,,ნდობის აღდგენის ხელშეწყობა გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობაში’’ განხორციელდა ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, პარტნიოერ ორგანიზაციებთან ერთად (ზუგდიდსა, გაგრასა და გალში), ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მხარდაჭერით.

პროექტი მიზნად ისახავდა დინამიური სამშვიდობო მიდგომის შემუშავებას, რათა ეს პროცესი გახდეს უფრო მონაწილეობითი, რაც მოიცავს სამოქალაქო საზოგადოების, იძულებით გადაადგილებულ პირთა, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჩართვას, გაძლიერებული ერთობლივი მუშაობის და ნდობის განმტკიცებას საზოგადოებაში,რომელიც გამყოფი ხაზის მიმდებარედ ცხოვრობს.

2019-06-25

Previous Page 

Our work   I    WIC News   I    Publications   I    Team   I    Partners and Networks    I    Contact us

© Copyright WIC 2019. All right reserved.

Using materials of the site the reference on www.wicge.org with the indication of the author is obligatory

Webmaster