GEO | ENG

ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!

კონტაქტი

ჩვენი საქმიანობა

WIC ამბები

გამოცემები

გუნდი

პარტნიორები და ქსელები

WIC ამბები

ჩვენი მეგობრები

Gender Information Network of South Caucasus

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

WIC ამბები

ქალთა ოთახის სერვისებით სარგებლობის შეფასება

2019 წლის 25 ივლისს, ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა, ბათუმის მუნიციპალიტეტში ჩაატარეს ფოკუს - ჯგუფები, რომლის სამიზნე ჯგუფი იყო ადგილობრივი ლიდერი და მეწარმე ქალები, რომლებიც სარგებლობენ/არ სარგებლობენ ქალთა ოთახის სერვისით.

ფოკუს ჯგუფის ჩადარების მიზანი იყო, მუნიციპალიტეტში არსებული ქალთა ოთახის სერვისებით სარგებლობის შეფასება, შემდგომი მუშაობის ეფექტიანად დაგეგმარებისთვის.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა ასევე გამართეს შეხვედრა ბათუმის გემდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან.

სამუშაო შეხვედრაზე, პროექტი „საქართველოს მუნიციპალიტეტებში ქალთა ოთახების სტანდარტიზაცია და მასშტაბების გაზრდა“ განიხილეს, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ქალებისთვის იქმნება სივრცე თანაბარი შესაძლებლობისთვის, სადაც მათ საშუალება აქვთ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ისარგებლონ სხვადასხვა სერვისებით, პროგრამებით და ასევე, აქტიურად ჩაერთონ ქალაქში მიმდინარე აქტივობებში.

შეხვედრები ჩატარდა პროექტის ,,საქართველოს მუნიციპალიტეტებში ქალთა ოთახების სტანდარტიზაცია და მასშტაბების გაზრდა’’ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ქალთა საინფორმაციო ცენტრი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭრით.

2019-07-31

წინა გვერდი 

ჩვენი საქმიანობა   I    WIC ამბები   I    გამოცემები   I    გუნდი   I    პარტნიორები და ქსელები   I    კონტაქტი

© Copyright WIC 2023. ყველა უფლება დაცულია.

მასალების გამოყენების შემთხვევაში www.wicge.org და ავტორის მითითება სავალდებულოა

Webmaster