ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
ტრენინგები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ქალი კანდიდატებისათვის
2014-07-15 00:00:00

პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრებისა და მოლაპარაკებების პროცესში, საინიციატივო ჯგუფსა და დამოუკიდებელ კანდიდატებთან თანამშროლობით, ქალი კანდიდატებისათვის სპეციალური ტრენინგ–მოდული შემუშავდა. შეიქმნა სპეციალური სახელმძღვანელო – "ქალთა მონაწილეობა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.“

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე,  ტრენინგი ორ ეტაპად ჩატარდა. მასში მონაწილეობა, სამიზნე რეგიონებში მცხოვრებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ქალმა კანდიდატებმა მიიღეს. ბენეფიციარებმა თბილისიდან, მცხეთა-მთიანეთიდან, კახეთიდან, სამცხე-ჯავახეთსა და იმერეთიდან, გენდერის, გენდერული სტერეოტიპების, თანასწორობისა და მეინსტრიმინგის, თვითმმართველობის კოდექსისა და საერთაშორისო ვალდებულებების, ასევე არსებული კანონმდებლობისა და კომუნიკაციის ფორმების, პიარ სტრატეგიისა თუ სააარჩევნო კამპანიის წარმოების შესახებ მიიღეს დამატებითი ინფორმაცია.

აღსანიშნავია, რომ თვითმმართველობის არჩევნებში, „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ მიერ გამართულ ტრენინგებში მონაწილე ქალი კანდიდატებიდან, ხუთმა მათგანმა გაიმარჯვა. ტრენინგები USAID-ის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის, „ქალები, როგორც აქტორები, ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის“ ფარგლებში ჩატარდა.      

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით,  პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

Right Banner