ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
ქალთა საინფორმაციო ცენტრმა ტაჯიკეთის ახალგაზრდა ლიდერებს უმასპინძლა 
2023-05-03 16:30:24

3 მაისს, ქალთა საინფორმაციო ცენტრმა (WIC), სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, ახალგაზრდა ლიდერებს უმასპინძლა ქალაქ დუშანბედან, რომლებიც საქართველოში ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) პროგრამის "ქალთა პოლიტიკური და საზოგადოებრივი მონაწილეობა“ ფარგლებში იმყოფებოდნენ.

შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოში სამოქალაქო სექტორის მხრიდან გენდერული თანასწორობის მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და მიღწეული შედეგების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას.

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, WIC-ის დირექტორმა, ელენე რუსეცკაიამ ისაურა ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ლოკალურ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეებზე მუშაობის პრაქტიკა, WIC-ის გუნდის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებები, საუკეთესო პრაქტიკები, სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგოების საჭიროებები, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და სხვ.

შეხვედრის დასკვნითი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, - მონაწილეებმა მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან კითხვებზე მიიღეს პასუხები და სამომავლო თანამშრომლობის სურვილიც გამოთქვეს.

აღსანიშნავია, რომ სასწავლო ტური გრძელდება - მრავალფეროვანი გამოცდილების მიღებისა და სრული სურათის უკეთ დანახვის მიზნით, პროექტის მონაწილეები ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ხაშურის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის საბჭოს ესტუმრებიან, ხოლო ქალაქ ბოლნისის მუნიციპალიტეტში კი - ა/ო სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმას, რომელიც სოფლად მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისა და გოგოების გაძლიერებაზე მუშაობს. 
 

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner