მიმდინარე პროექტები
ქალები და ახალგაზრდები, ქალების, მშვიდობის და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის
2023-05-10 11:34:47

პროექტი „ქალები და ახალგაზრდები, ქალების, მშვიდობის და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“, ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის - იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“, ქალთა ფონდი „სოხუმისა” და „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით და დიდი ბრიტანეთის მთავრობის კონფლიქტების სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის მიზანია, საქართველოს 17 მუნიციპალიტეტში (მცხეთის, დუშეთის, ქარელის, გორის, კასპის, ხაშურის, თეთრიწყაროს, გარდაბნის, წყალტუბოს, ქუთაისის, ხონის, საჩხერის, ზუგდიდის, წალენჯიხის და სენაკის, მესტიისა და ონის მუნიციპალიტეტებში) ადგილობრივი ქალების გაძლიერება და ლიდერებად ჩამოყალიბება, რომლებსაც შეეძლებათ არსებული ან პოტენციური პრობლემების იდენტიფიცირება, საჭიროებებზე შესაბამისი რეაგირება, საკუთარი და თემის ინტერესების დაცვა და ადვოკატირება ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე ან/და სხვა რელევანტურ უწყებებთან.

პროექტით გათვალისწინებულმა ღონისძიებებმა ხელი უნდა შეუწყოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული/დევნილი ქალებისა და ახალგაზრდების უსაფრთხოების გაზრდას, მათი უფლებების რეალიზებასა და შესაძლებლობების გაძლიერებას ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის პროცესში.

დევნილთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების ქსელის გაძლიერება/მხარდაჭერა უნდა მოხდეს, რათა ისინი უკეთ ჩაერთონ მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესებში და მოითხოვონ მეტი ანგარიშვალდებულება ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე დანერგვისას.
 

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner