
ქალი კანდიდატების შესაძლებლობებისა და პოტენციალის უკეთ წარმოჩენის მიზნით, „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“, სხვადასხვა მედიასაშუალებებთან თანამშრომლობით, ამზადებს ტელე და რადიოგადაცემებს.
დატრენინგებული, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატი ქალები, გადაცემებში საუბრობენ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობაზე, არსებულ გამოწვევებზე, პრობლემებსა და მიღწევებზე. გადაცემების ნაწილი თბილისში, ნაწილი კი რეგიონული ტელევიზიების საშუალებით, ადგილობრივ დონეზე გადაიცემა.
ცნობიერების ამაღლებისა თუ პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე, შიდა ქართლის ტელეკომპანია ”თრიალეთის” ეთერით მომზადდა და გადაიცა გადაცემათა ციკლი, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც თვითმმართველობის საქმიანობაში ჩართული ქალები, ასევე, იურისტები და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. აქტივობა, საქველმოქმედო ორგანიზაცია OXFAM-ის ფარგლებში მხარდაჭერილი პროექტის, „გენდერული სამართლიანობის ხელშეწყობა ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გაძლიერების გზით“ ფარგლებში განხორციელდა.
ამჟამად ტელეგადაცემები გადის თელავის, გორის, ბორჯომის, ქუთაისის ტელევიზიების ეთერით. „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“, გადაცემის მომზადებასთან დაკავშირებით, აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებდა საზოგადოებრივ მაუწყებელთან, თუმცა საბოლოოდ თანამშრომლობა ვერ შედგა.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
















