Women can,
Women act,
Women change!
WIC NEWS
ქალთა ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ხაშურის მუნიციპალიტეტში
2023-07-20 17:33:18

ქალთა საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით, ხაშურის მუნიციპალიტეტში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: გენდერული თანასწორობა და ქალთა ან/და ოჯახში ძალადობა. ტრენინგ-სესიას, გენდერული საკითხების ექსპერტმა, მამუკა გაჩეჩილაძემ უხელმძღვანელა.                       

სემინარი, რომელიც საბავშვო ბაღების გაერთიანებასთან თანამშრომლობით გაიმართა, მიზნად ისახავდა ხაშურის მუნიციპალიტეტში მოქმედ ბაღებსა და ბაგა-ბაღებში დასაქმებული ქალების ცნობიერების ამაღლებას და მათ მხარდაჭერას „გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და გენდერული ძალადობის საკითხებზე VAW - GBW“.

სამუშაო შეხვედრას, ხაშურის მუნიციპალიტეტის ბაღებისა და ბაგა-ბაღების წარმომადგენლებთან ერთად,ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ნინო ლიპარტელიანი და ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, ლელა გაფრინდაშვილო ესწრებოდნენ.  

ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებმა იმ სოციალური ნორმებისა და სტერეოტიპების შესახებ გაიღრმავეს ცოდნა, რომლებიც ძალაუფლების დისბალანსს აძლიერებს და ძალადობას აპროვოცირებს.

სამუშაო შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, რამაც მონაწილეებს საშუალება მისცა თავისუფლად გაეზიარებინათ თავიანთი შეხედულებები და გამოცდილება. ამასთან, გაეჟღერებინათ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი კითხვები.

ტრენინგის ინტენსიური პროგრამა, თეორიულ ასპექტებთან ერთად, ინდივიდუალური და გუნდური სამუშაოს ელემენტებს მოიცავდა. შეხვედრის დასკვნით ნაწილში, გაიმართა დისკუსია და მონაწილეებმა სემინარის შესახებ უკუკავშირი გააზიარეს.

აღსანიშნავია, რომ ყოველი მსგავსი ინიციატივა, მდგრადი განვითარების მე-5 მიზნის შესრულებას კიდევ უფრო გვაახლოვებს, - გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა. ამასთან, უნდა აღინიშნოს რომ ხაშურის მუნიციპალიტეტი ყოველთვის ღირებულ ნაბიჯებს დგამს უფრო ინკლუზიური და უსაფრთხო საზოგადოების ფორმირებისათვის.

“შეხვედრა იყო ინტერაქციული, მსმენელების აქტიური ჩართულობით, იყო ბევრი შეკითხვა და განსხვავებული მოსაზრება. აღნიშნული ტიპის შეხვედრებს ასეთ აუდიტორიასთან დიდი დატვირთვა აქვს, რადგან სწორედ ამ ეტაპზე უნდა ავუხსნათ პედაგოგსაც, მშობელსაც და ბავშვსაც თანაბარი შესაძლებლობების არსი.”- ასე აფასებს შეხვედრას ნინო ლიპარტელიანი.

ტრენინგი გაიმართა შემდეგი პროექტების ფარგლებში: „ქალები და ახალგაზრდები, ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია ახორციელებს.(იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი", არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრი”). პროექტი ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის კონფლიქტების სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით; ასევე, პროექტის ფარგლებში: “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინსიტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

 

We take great pride in announcing that WIC from Georgia has been bestowed with the esteemed CAREC PROGRAM Gender Award—CAREC GENDER CHAMPIONS 2023. Certainly, it is noteworthy that women's organizations from various countries around the world were nominated for this prestigious award

On July 26, 2019, representatives of the Women's Information Center organized a focus group in Kobuleti Municipality that included local leaders and women entrepreneurs who use / do not use the Women's Room Service.The purpose of the focus group was to evaluate the use of women's room services in the municipality for effective planning of further work.

Right Banner