
2014 წლის 27 ნოემბერს, კაფე ფრონტლაინში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ საქართველოს ახალგზარდა ეკონომისტთა ასოციაციასთან თანამშომლობითა და აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით, გაიმართა კვლევის პრეზეტნაცია.
კვლევა მოიცავდა თბილისის მეტროში სექსუალური შევიწროვების ფაქტების ტენდენციებს, ამ კუთხით არსებულ პრობლემებსა და მათ აღმოსაფხვრელად შემუშავებულ რეკომენდაციებს.
პრეზენტაციის დროს, წამროდგენილი იქნა თბილისის 14 მეტროსადგურში გამოკითხვის შედეგად მიღებული ინფორმაცია, ისევე როგორც ქალთა უფლებებსა და ქალთა მიმართ ძალადობაზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ჩატარებული ჩაღმავებული კითხვარების ანალიზი. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მეტროთი მოსარგებლეთა 45% გამხდარა სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე სამთავრობო უწყებების, მათ შორის, თბილისის საქალაქო სატრანსპორტო სამსახურის წარმომაგენელიც.
კვლევის შედეგად ქალთა საინფორმაციო ცენტრმა შეიმუშავა რეკომენდაციები: საჯარო ტრანსპორტის უსაფრთხოების გაძლიერებასაზოგადოების ცნობიერების გაზრდა ჰარასმენტის (სექსუალური შევიწროვება) შესახებ, გადაწყვეტილების მიმღებთა ცნობიერების ამაღლება ჰარასმენტის (სექსუალური შევიწროვება) შესახებ, საკანონმდებლო წინადადების ინიცირება– ჰარასმენტის (სექსუალური შევიწროვება) როგორც ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის კანონმდებლობით დასჯადი ქმედების კვალიფიკაცია.
კვლევის პრეზენტაციის შემდეგ, გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც ხაზი გაესვა ჩატარებული კვლევის მნიშვნელობასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული სექსუალური შევიწროვების ფაქტების წინააღმდეგ აქტიური მუშაობის აუცილებლობას.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
















