
ქალთა საინფორმაციო ცენტრმა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან ერთად,25 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ პოსტერების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა.
კონკურსის ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც აკადემიის პროფესორები და ცენტრის წარმომადგენლები შედიოდნენ ორი საუკეთესო ნამუშევარი შეარჩიეს. ქეთი ლებანიძე და თათული ასაკიშვილი საუკეთესო პოსტერების ავტორები გახდნენ. მესამე გამარჯვებულის ვინაობას კი ქალთა სიანფორმაციო ცენტრის ფეისბუქ გვერდის მომხმარებლები გამოავლენენ ლაიქების მეშვეობით https://www.facebook.com/WICgeorgia-ზე.
აკადემიის სტუდენტებს საკონკურსო ნამუშევრები სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანატში ელექტრონული სახით 2014 წლის 1-დან 20 ნოემბრის ჩათვლით უნდა წარედგინათ.
კონკურსი ჩატარდა ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის ”თემთა მობილიზება საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიებების გზით ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისათვის” ფარგლებში, რომელსაც ორგანიზაცია ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს.
პოსტერების კონკურსის სამივე გამარჯვებული დაჯილდოვდება, პოსტერებს კი ორგანიზაცია საკუთარი აქტივობების განხორციელებისას გამოიყენებს საავტორო უფლებების დაცვით.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
















