
28 ნოემბერს სასტუმრო რედისონში ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის „ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის“ ფარგლებში ჩატარებული მედია მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში გაიმართა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ჩატარებული მედია მონიტორინგი მიზნად ისახავდა იმ ტენდენციების გამოკვეთას, თუ როგორ აშუქებს ცენტრალური და რეგიონული მედია ქალ კანდიდატებს და რამდენად ეთმობა ეთერი მათ წინასაარჩევნო პროგრამას 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში.
ქარტია მონიტორინგს უწევდა 14 ქართულ არხს, მათ შორის 7 ცენტრალურსა და 7 რეგიონულ ტელევიზიას არჩევნების გაშუქების რაოდენობრივი და ხარისხობრივი ანალიზის მეთოდით.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, აჭარის ტელევიზია, რუსთავი 2, იმედი, მაესტრო, ტაბულა, კავკასია, ტელეარხი 25, ქვემო ქართლის ტელევიზია, ტელეკომპანიები თრიალეთი, გურჯაანი, რიონი, ოდიში და მეცხრე არხი
პრეზენტაციის დასასრულს დაჯილდოვდნენ ის ჟურნალისტები და მედია საშუალებები, ვინც განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს გენდერული საკითხების გაშუქებას.
გენდერული საკითხების გაშუქებისთვის ჯილდო გადაეცათ ჟურნალისტებს - მარიკა ბაკურაძეს ტელეკომპანია ”იმედი”, ვიკა ბუკიას - საზოგადოებრივი მაუწყებელი, ნინი მთვარაძეს - TV3, ალექსანდრე ლორთქიფანიძეს - ტელეკომპანია ”მაესტრო”, ნასტასია არაბულს - ონლაინ პორტალი „What I See”
ასევე ჟურნალ ”ლიბერალს”, ტელეკომპანია ”თანამგზავრს”, ტელეკომპანია ”ბორჯომს” და რადიო თავისუფლების გადაცემას „გენდრული ამბები.“
მედიას გადამწყვეტი როლი უჭირავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით, სწორედ ამიტომ პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებამ იმედი გამოთქვა, რომ მედია საშუალებები გააუმჯობესებენ გენდერული საკითხების გაშუქების ხარისხს.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
















