
ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელისშემწყობი ღონისძიებების ფარგლებში, „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ მედიამონიტორინგს ატარებს. კვლევა რომელიც წინასარჩევნო პროცესებში ქალი კანდიდატებისათვის საეთერო დროის დათმობას, მათი მოხსენიების კონტექსტსა და ტელეეთერით გამოყენებულ გენდერულ ტერმინოლოგიას სწავლობს, მაისიდან ივლისამდე პერიოდს მოიცავს.
მედიამონიტორინგისას მიღებული შედეგების ანალიზი გამოკვეთს იმ პრობლემებს, რომლებიც პოლიტიკაში ჩართული ქალების გაშუქებასა და თემისადმი მედიის სენსიტიურობას ეხება. მედიამონიტორინგი USAID-ის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის, „ქალები, როგორც აქტორები, ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის“ ფარგლებში ტარდება.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
















