
29 ნოემბერს საჩხერის მუნიციპალიტეტში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ქალთა საინფორმაციო ცენტრის იურისტმა ანა გამგონეიშვილმა ლექცია ჩაატარა. ლექციაზე მან განმარტა ტერმინი ძალადობა და მიმოიხილა ის საკანონმდებლო ცვლილებები რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ოჯახში ძალადობის პრევენიისა და მასთან ბრძოლის მექანიზმებს.
ლექციას ესწრებოდნენ პერევის სათემო მუშაკები, რომლებიც აქტიურად ჩაებენ ლექციის მსვლელობისას დისკუსიაში.
ლექციაზე საუბარი შეეხო 16 დღიან კამპანიის მნიშვნელობას და კამპანიის იტორიულ საწყისებზე. ასევე, ისაუბრეს 25 ნოემბერზე, როგორც ქალთა მიმართა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეზე. ლექციის ბოლოს მოკლედ განიხილეს საერთაშორისო ხელშეკრულებები და ქვეყნის ვალდებულებები ამ ხელშეკრულებების მიმართ. მონაწილეებმა ისაუბრეს, იმაზე თუ რა შეიძლება იყოს ეფექტური ნაბიჯები ყველა ფორმის ძალადობის აღმოსაფხვრელად ქვეყანაში.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
















