ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
ტრენინგი მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის
2014-12-04 00:00:00

პროექტის „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის“ ფარგლეში, 2 და 3 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის, ქალთა საინფორმაციო ცენტრმა, გენდერული თანასწორობის შესახებ ტრენინგი ჩაატარა.

 

ტრენინგს, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ჩატარდა, გენდერული თანასწორობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ექსპერტები ირინა ჟვანია და ალექსანდრე სვანიშვილი უძღვებოდნენ.

 

ტრენინგის პირველ დღეს მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს გენდერის რაობისა და ძირითადი ცნებების შესახებ, განიხილეს გენდერული როლები და არსებული სტერეოტიპები, ასევე ისაუბრეს გენდერული თანასწორობის მნიშვნელობისა და მიღწევის მექანიზმების შესახებ. ტრენინგის მეორე დღე კი ადგილობრივ და საერთაშორისო კანონმდებლობას დაეთმო.

 

გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმოამდგენელმა, ანა ფაშალიშვილმა, ქვემო ქართლში ეროვნული უმცირესობების ქალთა საჭიროებებისა და პრიორიტეტების შესახებ კვლევის შედეგები წარმოადგინა.

 

ტრენინგის მონაწილეებმა ის საკითხებიც განიხილეს, რისი მოგვარება გამგეობის დონეზეა შესაძლებელი ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად.

 

ტრენინგის მონაწილეები ადგილობრივი თვითმმართველობის შესარჩევი კონკურსისთვის ემზადებიან, სწორედ ამიტომ, მათთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ტრენინგის ის ნაწილი რომელიც კონკურსის შსახებ ინფორმაციას დაეთმო.

 

პროექტი „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის საქართველოში“ ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ქალთა სიანფორმაციო ცენტრთან და ფონდ ტასოსთან პარტნიორობით, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭრით და მიზნად ისახავს იძლებით გადაადგილებული, კონფლიქტის შდეგად დაზარალებული და ეროვნული უმცირესობების ქალთა ჯგუფების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მთავრობის მხარდაჭერა და მათი შსაზლებლობების გაძლიერება, საქართველოში გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებების დაცვის მიზნით.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით,  პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

Right Banner