
5 დეკემბერს კახეთში, სოფელ ლელიანში, ქალთა სიანფორმაციო ცენტრის პროექტის, „ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის ფარგლებში“, სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი ვაჟა ქადაგიძე, პროექტის ბენეფიციარებს შეხვდა.
ქადაგიძე ქალებს იმის შესახებ ესაუბრა, თუ რა როლს თამაშობს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ფერმერთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
2014 წლის 7 მარტიდან დღემდე 172 კოოპერატივია შექმნილია საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთსა და იმერეთში. კოოპერატივები თბილისშიც ფუნქციონირებს.
შეხვედრას ინტერაქციული ხასიათი ჰქონდა. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ამომწურავი პასუხები მიეღოთ მომხსენებლისგან იმის შესახებ თუ რას წარმოდგენს კოოპერატივი, რატომ არის სახელმწიფო დაინტერესებული კოოპერატივების შექმნით, ასევე რა ტიპის კოოპერატივების დაფუძნებაა შესაძლებელი რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე.
სხვადასხვა ტიპის შეღავათებთან ერთად განსაზღვრულია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში დასაქმებულების უფასო სწავლება-გადამზადება და კვალიფიკაციის ასამაღლებელი სხვა პროგრამები. მსგავსი ტიპის შეხვედრები პროექტის სხვა სამიზნე რეგიონებშიც იგეგმება.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
















