
9 დეკემბერს საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში "ერთი ფანჯრის პრინციპით შეხვედრა" გაიმართა. საკონსულტაციო შეხვედრა ქალთა საინფორმაციო ცენტრმა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად პროექტის "ქალები , თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის " ფარგლებში ჩაატარა. შეხვდერა მიზნად ისახავდა საჩხერის რაიონში, სოფელ პერევში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემების განხილვას.
ადგილობრივი თვითთმმართველობიდან შეხვედრას ესწრებოდნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს, საგანმანათლებლო რესურსცენტრის გადაწყვეტილების მიმღები პირები, თბილისიდან საგანგებოდ შეხვედრისთვის ჩამოვიდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სამმრთველოს უფროსი მარინა სალუქვაძე, შეხვედრას ასევე დაესწრო საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე.
შეხვედრაზე განხილულ იქნა 12 შემთხვევა, რომელსაც თავად პერევიდან ჩამოსული ბენეფიციარები წარმოადგენდნენ.
დამსწრე სტრუქტურების წარმომადგენლებმა ერთობლივად განიხილეს შეხვედრაზე წარმოდგენილი შემთხვევები და ადგილზევე მოიძებნა პრობლემის გადაჭრის გზები.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
















