ქალთა საინფორმაციო ცენტრი შიდა ქართლის სოფლებს, ზელიკო სულაკაურთან ერთად, ესტუმრა. კარიკატურისტმა საკუთარ ნამუშევრებში ასახა ის საჭიროებები და პრიორიტეტები, რომელთა შესახებაც მას თავად ქალებმა უამბეს. ასევე, მოინახულეს ერგნეთის ომის მუზეუმი და გაეცნენ მის ისტორიას.
არტ-პერფორმანსის ფარგლებში შექმნილ კარიკატურებზე დაყრდნობით, მომზადდება მასალები, რომლებიც დაინტერესებულ მხარეებს წარედგინება.
ქალთა საინფორმაციო ცენტრი ახორციელებს პროექტს "საქართველოს 20 მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა გენდერული თანასწორობის ინტეგრირებასა და გაძლიერებაში", რომლის მხარდამჭერია გერმანიის საელჩო საქართველოში.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა