
27-29 ნოემბერს საჩხერეში სასტუმრო “მედიჰაუსში” ქალთა საინფორმაციო ცენტრმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ერთობლივად გენდერული თანასწორობის შესახებ ტრენინგი ჩაატარა, ტრენინგში მონაწილეობდნენ საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.
ტრენინგი ჩაატარეს ექსპერტებმა გენდერული თანასწორობის საკითხებში ირინა ჟვანიამ და მამუკა გაჩეჩილაძემ. ისინი მონაწილეებს ისეთი საკითხების შესახებ ესაუბრნენ როგორიცაა: გენდერის რაობა და ძირითადი ცნებები, გენდერული როლები და არსებულ სტერეოტიპებთან ბრძოლა.
ექსპერტმა ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში სანდრო სვანიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობისა და საჯარო სამსახურში შესარჩევი კონკურსის შესახებ, ასევე საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ ისაუბრა.
ადგილობრივი თვითთმართველობის წარმომადგენელთა გაძლიერება და გენდერული თანასწორობისადმი მათი ცნობიერების გაზრდა უაღრესად მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივი პოლიტიკის შემუშავების თვალსაზრისით.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
















