ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
ტრენინგი მამაკაცური საუბრები ეროვნული თავდაცვის აკადემიის მმართველი რგოლისთვის
2014-12-22 00:00:00

12 დეკემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით, ეროვნული თავდაცვის აკადემიის მმართველი რგოლის წარმომადგენლებისთვის, როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პირებისთვის, ჩატარდა სწავლება გენდერული თანასწორობის პრინციპებზე.

 

ტრენერი მამუკა გაჩეჩილაძე მონაწილეებს ესაუბრა გენდერული თანასწორობის ზოგადი პრინციპების, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია №1325–სა და ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის (CEDAW) კონვენციის ვალდებულებებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ.

 

მონაწილეები, ასევე, გაეცნენ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია №1325–ის განსახორციელებელი 2012-2015 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში,საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის მიერ შესრულებულ საქმიანობებს.

 

მონაწილეებმა იხილეს ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული ვრცელი რეპორტაჟი, რომელშიც ასახულია 2014 წლის 7–8 ივლისს, ჟენევაში, CEDAW კომიტეტში ალტერნატიული ანგარიშის განხილვის პროცესი.

"მამაკაცური საუბრები"- ეს არის საგანმანათლებლო ტრენინგების კურსი, რომელიც საქართველოში 2010 წლიდან დაინერგა. UNFPA მოწვევის შემდეგ, საქართველოს ეწვია კამპანიის "თეთრი ლენტის" დამაარსებელი, მაიკლ კაუფმანი. ტრენინგი "მამაკაცური საუბრები" სწორედ მისი დახმარებით დაინერგა. ის მიზნად ისახავს მამაკაცი მოსახლეობის მეტ ჩართულობას გენდერული თანასწორობის საკითხებში.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით,  პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

Right Banner