ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
საგანგებო განცხადება თვითმმართველობის არჩევნებში ქალთა დაბალი მონაწილეობის თაობაზე
2014-07-15 00:00:00

Task force ჯგუფის ინიციატივით, „ქალთა საინფორმაციო ცენტრმა“,  USAID-ის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის, „ქალები, როგორც აქტორები, ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის“ ფარგლებში, გენდერულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებმა, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ქალთა დაბალ მონაწილეობასთან დაკავშირებით, „პრაიმ–თაიმის“ პრესკლუბში საგანგებო განცხადება გააკეთეს. მათ ერთობლივად მოუწოდეს პოლიტიკურ პარტიებს, მხარი დაუჭირონ და უზრუნველჰყონ ქალთა ჩართულობა პოლიტიკაში, რაც, პარტიების განვითარებასთან ერთად, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ქალთა აქტიურ მონაწილეობასაც შეუწყობს ხელს.   

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში,  თბილისის მერად14 კანდიდატი იყრიდა კენჭს, მათ შორის მხოლოდ ორი ქალი იყო. რაც შეეხება რეგიონებს, საინიციატივო ჯგუფების მიერ რეგისტრირებული 1130 კანდიდატიდან, მხოლოდ 115 ქალი მონაწილეობდა. 

პრესკონფერენცია პროექტ „ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ხორციელდება.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner