ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
სასწავლო ვიზიტი და ქართული და პოლონური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების/უფლებადამცველების შეხვედრა
2024-07-18 12:37:46

სასწავლო ვიზიტი და ქართული და პოლონური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების/უფლებადამცველების შეხვედრა 18-19 ივლისს, ვარშავაში, ODIHR-ი ორგანიზებით, ხორციელდება სასწავლო ვიზიტი „CHANGE”, 15-მდე ადამიანის უფლებებსა და გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან "ქალთა საინფორმაციო ცენტრის" წარმომადგენლები, ელენე რუსეცკაია და მაია კუპრავა.

სასწავლო ვიზიტის მიზანს წარმოადგენს უფლებადამცველთა უსაფრთხოების, მოქნილობის/გამძლეობის გაზრდა და დემოკრატიულ ინსტიტუტებზე მათი ზეგავლენის გაძლიერება, რათა შემუშავდეს ახალ გამოწვევებზე რეაგირების გზები. ამასთან, შეხვედრის მიზანებს შორისაა გენდერული საკითხების წინააღმდეგ აგორებული ტალღის შესახებ აზრთა ურთიერთგაცვლა და დიალოგის მხარდაჭერა.

სასწავლო ვიზიტის პირველ დღეს, მისასალმებელი სიტყვით დამსწრე საზოგადოებას მიმართა თეა ჯალიაშვილმა, ODIHR-ის დირექტორის პირველმა მოადგილემ. ცნობისთვის, ის 2017-2019 წლებში "ქალთა საინფორმაციო ცენტრის" დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა, ადამიანის უფლებათა საკითხებში, რაც ორმაგად საამაყოა ორგანიზაციიისთვის.

ინფორმაციისთვის, სასწავლო ვიზიტი ხორციელდება პროექტის ფარგლებში „უფლებადამცველთა ეფექტურობის გაზრდა და მათთვის ხელშემწყობი გარემოს გაძლიერება“. პროექტი მხარს უჭერს ინტერვენციებს, რომლებიც უფლებადამცველებისთვის (მათ შორის ადამიანის უფლებების დამცველი ეროვნული ინსტიტუციებისთვის და ჟურნალისტებისთვის) უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემოს შექმნაზეა მიმართული; თავის მხრივ, ინტერვენციების მიზანს წარმოადგენს უფლებადამცველებისთვის და ჟურნალისტებისთვის საკუთარი სამუშაოს უფრო ეფექტურად და უსაფრთხოდ განხორციელებაში მხარდაჭერის გაწევა. პროექტის ეხმარება ეუთოს წევრ სახელმწიფოებში მოქმედი უფლებადამცველებს, რათა მათ უკეთ შეძლონ ადამიანის უფლებების ხელშეწყობა და დაცვა. სასწავლო ვიზიტის მოსალოდნელ შედეგებს შორის , სამოქალაქო საზოგადოების გამძლეობის მიღწევასთან ერთად, განიხილება ქართველ და პოლონელ კოლეგებსა და ODIHR-ს შორის კავშირების გაძლიერება და თემატური ინიციატივების გაზიარება.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner