ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
ქალთა საინფორმაციო ცენტრმა, ერთ–ერთი პროექტის საზეიმო დახურვის ცერემონია გამართა
2014-12-22 00:00:00

16 დეკემბერს TBC გალერიაში, ქალთა საინფორმაციო ცენტრმა, ერთ–ერთი პროექტის საზეიმო დახურვის ცერემონია გამართა. ღონისძიებას პროექტის განმახორციელებლებთან ერთად, ბენეფიციარები, დონორები და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იურიდიული კონსულტაციები, ტრენინგები ოჯახში ძალადობის შესახებ, პრობლემათა ადვოკატირება, კულტურული და სპორტული ღონისძიებები. ფოტოპროექტები, არსებული მდგომარეობის კვლევა. ეს იმ აქტივობათა მცირე ჩამონათვალია, რომელიც ორგანიზაციამ პროექტის ფარგლებში განახორციელა. ღონისძიებაზე პანკისელი ქალებიც იმყოფებოდნენ. მათ სპეციალური სიგელები გადაეცათ.

პროექტის მიხედვით გაწერილ ერთ–ერთ აქტივობად, ძალადობის წინააღმდეგ პოსტერების შექმნა და ფოტოპროექტების მომზადება წარმოადგენდა. ამ მიზნით, „ქალთა საინფორამციო ცენტრმა“, რამდენიმე კონკურის გამოაცხადა. დასკვნით ღონისძიებაზე საუკეთეო პოსტერების ავტორები დაჯილდოვდნენ, ფოტოპროექტის მონაწილეთა ფოტოები კი, გალერიაში გამოიფინა. პანკისელ ქალთა პორტრეტები სპეციალურ კატალოგშიც შევიდა, რომლებიც სპეციალურად ამ დღისათვის მომზადდა.

ღონისძიების ფარგლებში სიგელები თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციის აკადემიის წარმომადგენლებსაც გადაეცათ.

პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდა. მისი წარმომადგენელი ჩვენთან იმ სიახლეზე საუბრობს, რაც „ქალთა საინფორმაციო ცენტრმა“, პროექტის განხორციელებისას შემოიტანა.

პროექტი „თემთა მობილიზება ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისათვის საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიებების გზით“, 2013 წლის ოქტომბერში დაიწყო. ის კახეთის რეგიონულ ფონდთან თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდა. შემაჯამებელ ღონისძიებაზე სოციალური კლიპის პრეზენტაციაც მოეწყო, რომელიც ოჯახში ძალადობის თემატიკასა და საზოგადოების დამოკიდებულებას ასახავს.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით,  პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

Right Banner