
12 დეკემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და ქალთა საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლობით, სასწავლო პროცესის გაცნობის მიზნით აკადემიაში სხვადასხვა საჯარო სექტორის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
სტუმრებს აკადემიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა მაია ავალიანმა უმასპინძლა.
სტუმრებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ აკადემიის სტრუქტურას, არსებულ სამხედრო და სამოქალაქო სკოლებსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის მიერ გენდერული კუთხით გატარებულ ღონისძიებებს.
ეროვნული თავდაცვის აკადემია გენდერული თანასწორობის საკითხებზე უკვე რამდენიმე წელია მუშაობს. 2013 წელს, აკადემიის იუნკერებისთვის ქალთა საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით, ჩატარდა პირველი საპილეტე ტრენინგი გენდერული თანასწორობის საკითხებზე. 2014 წელს აკადემიის შიდა რეგულაციით სასწავლო გეგმაში შევიდა ცვლილებები, როლმელიც ითვალისწინებს, როგორც აკადემიის საბაკალავრო, ასევე საკარიერო სკოლაში გენდერული თანასწორობის საკითხებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 რეზოლუციის შესახებ სწავლებას.
შეხვედრის ბოლოს, საჯარო სექტორის წარმომადგენლებმა აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს.
შეხვედრა გაიმართა პროექტის "ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ქალთა საინფორმაციო ცენტრთან და ფონდ ,,ტასოსთან'' თანამშრომლობით, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
















