ვლოგი "მაია" მოგვითხრობს მაღალმთიან აჭარაში სოფლად მცხოვრებ ქალზე, რომელიც, ყოველდღიურად, ჩართულია უხილავ შრომაში. ავტორი ამბობს, რომ მაია, სოფელ წაბლანას თემში, ქალებისთვის შთაგონებისა და მოტივაციის წყაროა.
სიმბოლურია, რომ, ავტორის მონათხრობით, ინდურ ფილოსოფიაში "მაია" არის ერთგვარი ენერგია, რომლის მიღმაც სამყაროს ნამდვილი სურათი იმალება.
***
ვლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის ფარგლებში “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“, რომელიც ხორციელდება დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა