
როგორია ქალთა სოციალური მდგომარეობა საქართველოში; რა შესაძლებლობები აქვთ ქალებს დასაქმების კუთხით და, რა ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგანან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ქალები?
ამ კითხვებს პასუხი ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის „ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის“ ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებმა გასცა.
პროექტის ფარგლებში შემუშავდა სახელმძღვანელო „ქალი ბიზნესში“ როგორც მოქმედი მეწარმეების, ასევე ბიზნესის დაწყების მსურველთათვის.
კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 52% ანუ ჯამში 2 349 100 ქალია. ამ ქალების ნახევარზე მეტი ეკონომიკურად აქტიურია, ხოლო ეკონომიკურად არააქტიური ქალების უმრავლესობა კი – დიასახლისია.
სწორედ ამ აღნიშნულ კატეგორიას გააჩნია პოტენციალი გახდეს ეკონომკურად აქტიური ძალა და სამეწარმეო შესაძლებლობების რეალიზაციის გზით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს, როგორც საკუთარი ოჯახის კეთილდღეობის გაზრდაში, ასევე ქვეყნის განვითარებაში.
პროექტის სამიზნე რეგიონებში: კახეთში, იმერეთში, სამცხე–ჯავახეთსა და მცხეთა–მთიანეთში რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევის შედეგად ის ძრითადი მიმართულებები, ხარვეზები და გამოწვევები გამოიკვეთა, რაც დღესდღეობით სოფლად მცხოვრები ქალების წინაშე დგას.
კვლევის მიხედვით, შესწავლილი ოჯახები მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სახელმწიფო პროგრამებზე და პენსიებზე. ბენეფიციართა ყველაზე დიდი რაოდენობა ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამას ჰყავს. ამ ოჯახების 50%-ისათვის შემოსავლის ძირითად წყაროს პენსია წარმოადგნეს, 22% იღებს ფულად სოციალურ შემწეობას, 48% ყიდის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, მცირე ბიზნესიდან შემოსავალს კი მხოლოდ 10% იღებს.
სამეწარმეო საქმიანობაში გამოკვლეული ოჯახებიდან საშუალოდ 19%-ში მხოლოდ ქალები არიან ჩართულები, 23%-ში მხოლოდ მამაკაცები, ხოლო ნეხევარზე მეტში- 53%-ში ერთობლივად ეწევიან საქმიანობას.
სხვადასხვა სასოფლო-სამეურნო ხასიათის ინიციტივებისა თუ სახელმწიფო პროგრამების დაგეგმვისას აუცილებელია გამოვლინდეს და გათვალისიწინებულ იქნას პრიორიტეტული მიმართულებები მუნიციპალიტეტის და ხშირ შემთხვევაში თემის დონეზეც კი.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების გარდა პრეზენტაციას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმოამდგენლებიც ესწრებოდნენ. კვლევის შდეგების განხილვას დისკუსიაც მოყვა. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს თუ რა შიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს ქალთა ეკონომიკური მდგომარეობა და მათ საშუალება ჰქონდეთ დამოუკიდებლად აწარმოონ ესა თუ ის პროდუქცია და მიღონ სარგებელი.
პროექტის ფარგლებში იგეგმება თანამშრომლობა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსთან რათა, სურვილის შემთხვევაში, პროექტის ბენეფიციარები კოოპერატივებად გაერთიანდნენ და, სამომავლოდ, რეგიონული ქსელიც შექმნან.
სოფლად მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური განვითარება რთული, გამოწვევებით აღსავსე და გძრელი გზაა. ტრადიციული დამოკიდებულებების შეცვლა, ქალთა მოტივაციისა და თვითშეფასების ამაღლება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასთან ერთად ამ გზის გავლისათვის საჭირო მხოლოდ პირველი ნაბიჯებია. აუცილებლია ქალების საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე მორგებული ინიციატივების განხორციელება, განსაკუთრებით ფინანსებზე ხელმისაწავდომობის გაზრდის, სამეწარმეო იდეების ფორმირების და დახვეწის, ასევე ცოდნისა და უნარების გაზრდის მიმართულებებით.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
















