ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 რეზოლუციის ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელება საქართველოში
2015-01-22 00:00:00

თბილისში, სასტუმრო "Holiday Inn" -ში პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ტექნიკური მხარგდაჭერით ეროვნული საკოორდინაციო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრაზე აღმასრულებელი ხელისუფლების, უშიშროების საბჭოს, არასამთავრობო სექტორის, სახალხო დამცველის ოფისის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) წევრებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები იმ აქტივობების შესახებ, რომლებიც სამოქმედო გეგმის ფარგლებში, 2014 წელს შესრულდა.

 

შეხვედრაზე ორგანიზაციის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში ქალთა საინფორმაციო ცენტრმაც წარმოადგინა. ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ეროვნული საკოორდინაციო ჯგუფის წინაშე საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობის მწვავე პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება .

 

ეროვნული სამუშაო ჯგუფი, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით 2011 წელს ჩამოაყალიბა. 2015 წლიდან მსგავსი შეხვედრები კვარტალში ერთხელ გაიმართება და ჯგუფი ინტენსიურად, ახლა უკვე პრემიერ მინისტრთან არსებულ ადამიანის უფლებათა დაცვის საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს ზედამხედველობით იმუშავებს.

 

ეროვნული საკოორდინაციო ჯგუფი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების მიხედვით 2016-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით,  პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

Right Banner